მუხლი 42–1 . გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებული ურთიერთობების დროებითი სამართლებრივი რეგულირება

1. 2010 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების სანებართვო
რეგულირების შემოღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის – თბილისის და თვითმმართველი
ქალაქების ტერიტორიებზე.
2. 2008 წლის 1 დეკემბრამდე გარე რეკლამის განთავსებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ამ
კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გარეშე,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონის 261 მუხლის შესაბამისად ჩატარებული
პირველი აუქციონის შედეგად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადით.
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236
საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1177 - სსმ I, №12, 29.06.2009 წ., მუხ.51