მუხლი 41. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ამ კანონის
მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტები.
2. საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 იანვრისათვის წარმოადგინოს სურსათის მწარმოებელი
საწარმოების რეგულირების გამარტივებული წესები და პირობები.