მუხლი 40. ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება

1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ლიცენზიებისა და
ნებართვების გამცემი ორგანოები, გაცემის წესი და პირობები ამ კანონის შესაბამისად დგინდება საქართველოს
მთავრობის ნორმატიული აქტით.
2. თუ საქმიანობის ან ქმედების სალიცენზიო ან სანებართვო პირობები განისაზღვრება საკანონმდებლო
აქტით, ლიცენზია ან ნებართვა გაიცემა ამ საკანონმდებლო აქტით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების
შემთხვევაში.
3. თუ ამ კანონით განისაზღვრა ისეთი ლიცენზიის ან ნებართვის სახე, რომლის დამატებითი სალიცენზიო ან
სანებართვო პირობები არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო აქტით, ამ საკანონმდებლო აქტში
ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე სალიცენზიო ან სანებართვო პირობები დგინდება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.