მუხლი 39. სარგებლობის ლიცენზიების გარდამავალი რეგულირება

1. ამ კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, რომელზედაც ამ კანონის
თანახმად გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების წესი
და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.