მუხლი 38. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივი სტატუსი

1. თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით
აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების
განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაცემული ლიცენზია ან ნებართვა,
რომელიც ამ კანონით რეგულირდება, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.
3. თუ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაიცემოდა ლიცენზია და ამ კანონის ამოქმედებიდან გაიცემა
ნებართვა, ან პირიქით, ისე, რომ არსებითად არ შეცვლილა სალიცენზიო ან სანებართვო პირობები, ლიცენზიის
ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სალიცენზიო ან
სანებართვო მოწმობის გაცემა. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს
შესაბამისი მოწმობა.
4. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4532 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.121