მუხლი 38– 3 . ზოგიერთი სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის გარდამავალი რეგულირება

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა სამინისტრომ ან მის გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებამ შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა, აგრეთვე სხვა დაინტერესებულმა პირებმა ამ
კანონით განსაზღვრული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა
და პათოლო-განატომიური საქმიანობა სათანადო ლიცენზიის/ნებართვის გარეშე შეიძლება განახორციელონ
2010 წლის 1 დეკემბრამდე.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285