მუხლი 38–1 . ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემის გარდამავალი რეგულირება

I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქი არ საჭიროებს ამ კანონის 24-ე მუხლის 46-ე
პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ხელახალი ნებართვის აღებას. შესაბამისი ნებართვის გამცემი
ვალდებულია, I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქის მიმართვის შემთხვევაში უფასოდ
უზრუნველყოს სანებართვო ფორმის შეცვლა სათანადო ნებართვით.
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1589 - სსმ I, №26, 27.08.2009 წ., მუხ.152