მუხლი 37. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადგენილ ვადებში
ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ან სხვა
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობა გამოიწვევს
ბრალეული თანამდებობის პირის უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე გადაყვანას 6 თვის ვადით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა
გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.
4. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-18 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-11
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაუყოვნებლივ გაცემაზე
უარის თქმა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის გაფრთხილებას. აღნიშნული სამართალდარღვევის 3
წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის სამსახურიდან
გათავისუფლებას.
5. დაუშვებელია თანამდებობის პირის დანიშვნა იმავე თანამდებობაზე, რომლიდანაც გათავისუფლდა ამ
მუხლში მითითებული საფუძვლებით. ასევე დაუშვებელია ამ პირის დანიშვნა გათავისუფლებული
თანამდებობის შინაარსისა და ფუნქციის მქონე სხვა თანამდებობაზე.