მუხლი 33. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი.
ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია
კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა
ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ
კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.
2. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი
შემოწმებით.
3. ნებართვის გამცემი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო
პირობების შემოწმებით. ნებართვის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი
გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ
სანებართვო პირობების დაცვასთან.
4. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ
ადმინისტრაციული აქტია. ნებართვის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია
ნებართვის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.
5. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია
მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.
6. ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი
შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ
რეესტრში.
7. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შერულების
კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.
8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 262 და 263 მუხლებით
გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
9. ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი
ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.