მუხლი 31. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სანებართვო მოწმობის (გარდა კვოტების ფარგლებში გაცემული საერთაშორისო საავტომობილო
ერთჯერადი გადაზიდვის ნებართვისა) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი
ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის
თაობაზე.
2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს
და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან „ადგილობრივი
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.
5. ამ კანონის 262 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის
ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
6. ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის
საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1694 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.177
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.