მუხლი 29. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

ნებართვის გამცემი:
ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან
აუქმებს მას;
ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
გ) (ამოღებულია);
დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას მარტივი ადმინისტრაციული
წარმოებით გაცემული ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, აგრეთვე
ინფორმაციას იმ ნებართვის თაობაზე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან/და
კომერციულ საიდუმლოებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო
პირობების შესრულებაზე.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.