მუხლი 27. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:
ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს
კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული
ნებართვის მაძიებლის მიერ;
ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს;
გ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით
ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1694 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.177