მუხლი 26–3 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესი

1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო
გადაყვანის მრავალჯერად ნებართვასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე
დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვას (შემდგომ − მრავალჯერადი
ნებართვა) კონკურსის წესით გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.
კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მრავალჯერადი ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის
გაცემის საფასურს. მრავალჯერადი ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
2. მრავალჯერადი ნებართვის გაცემის საფასურს განსაზღვრავს, აგრეთვე მრავალჯერადი ნებართვის
გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და მრავალჯერადი ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის წესებს
ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
3. მრავალჯერადი ნებართვის გაცემის საფასური ჩაირიცხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე.
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.