მუხლი 26–2 . ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი

1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა ან მის მიერ
უფლებამოსილი ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის
მაძიებელი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის
ნებართვის გაცემის ფასს. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისას
მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს განსაზღვრავს და
ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს ამტკიცებს
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
3. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება
შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.