მუხლი 24. ნებართვის სახეები

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
3. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან
ტრანზიტის ნებართვა (შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით).
8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა.
9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა.
10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან
წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან
ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.
10–1. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.
11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო
ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების
ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა.
12. (ამოღებულია).
13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე
ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა.
14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის,
სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი
იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.
14–1. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი
უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-13 პუნქტით
განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.
14–2. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9
მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე,
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების
უფლებით) ნებართვა.
14–3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული
იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა.
15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის
(აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.
15–1. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო
მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა.
15–2. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში
მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა
და საქართველოში შემოტანის ნებართვა.
15–3. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა.
16. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა.
17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და 
საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.
17–1. სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
17–2. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
17–3. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
17–4. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
17–5. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
18. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა.
19. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა
ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის,
საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა.
20. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა.
21. ამოღებულია.
22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი
ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის
(გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.
23. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების
მშენებლობისა) ნებართვა.
24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა)
მშენებლობის ნებართვა.
24–1. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა.
25. (ამოღებულია).
26. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
27–1. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
27–2. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
27–3. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
27–4. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა.
28–1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა.
29. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო
სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა .
30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო
გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.
31. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო
ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის
გადამზიდველი.
32. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა.
33. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა.
34. (ამოღებულია).
34–1. (ამოღებულია – 13.10.2011, №5121).
35. (ამოღებულია).
36. (ამოღებულია).
37. სამორინეს მოწყობის ნებართვა.
37–1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
38. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.
39. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.
40. ლოტოს მოწყობის ნებართვა.
41. ბინგოს მოწყობის ნებართვა.
42. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა.
43. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის
ნებართვა.
44. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა.
45. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა)
ნებართვა.
46. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა.
47. (ამოღებულია).
48. (ამოღებულია).
49. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
50. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა.
51. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა.
52. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა.
53. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.
55 . რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.
56. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2236 - სსმ I, №54, 20.12.2005 წ., მუხ.356
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3186 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.131
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3380 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.208
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3495 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.251
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4233 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.384
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4714 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.145
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5606 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.408
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5921 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.41
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №874 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.309
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1589 - სსმ I, №26, 27.08.2009 წ., მუხ.152
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2176 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.308
საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2912 - სსმ I, №20, 19.04.2010 წ., მუხ.113
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3284 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.221
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3288 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.231
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806- სსმI, №66, 03.12.2010 წ.,მუხ.414
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4527 – ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5121 - ვებგვერდი, 19.10.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5547– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 20 მარტის კანონი №5913 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5957 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6054 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1684 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2425 – ვებგვერდი, 27.05.2014წ.