მუხლი 23. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში

ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე
უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ლიცენზიის გამცემი ან საჩივრის
(სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.