მუხლი 19. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, ამ კანონით
გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ადგენს ლიცენზიის გამცემი.
2. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური ფასით
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს
ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა
გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.
3. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის უვადოდ გაცემა. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება
სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის თვისება და სარგებლობის ტექნოლოგიური ხასიათი.
4. ლიცენზიის გამცემს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის
ლიცენზიის მოქმედების ვადა.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.