მუხლი 17–1 . ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

1. ლიცენზიის გამცემის მიერ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის −
სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების
მოპოვების ლიცენზი ა საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ასევე შეიძლება გაიცეს პირდაპირი
წესით.
2. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას,
რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო
წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა
მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიის მიღები ს შესახებ .
3 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული
პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური
პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების
ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო
დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
4 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის
გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის,
აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
5 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის ლიცენზიის გამცემი ა
დგენს :
ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისა თვის.
6 . ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს
მთავრობა .
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №585 4 – ვებგვერდი, 28.03.2012წ