მუხლი 15. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (მისი
წარმომადგენელი) ლიცენზიის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის
დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს
და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.
4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა
განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5947 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.52