მუხლი 09–1 . სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების, სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიების გამცემი ორგანო და მათი გაცემის საფუძველი

1. სამხედრო პროდუქციის დამზადებას, წარმოებას, სამხედრო პროდუქციის შეკეთებას (მოდერნიზებისა და
ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობას ახორციელებს აღნიშნული
საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე შესაბამისი გენერალური
ლიცენზიის საფუძველზე.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის 10–1–10–3 პუნქტებით განსაზღვრულ გენერალურ ლიცენზიებს გასცემს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა
მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის 10–1–10–3 პუნქტებით განსაზღვრული გენერალური ლიცენზიების მისაღებად
იურიდიულმა პირმა ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამავე კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად
უნდა წარადგინოს:
ა) მონაცემები იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
ბ) იმ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის
მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით, აგრეთვე ნასამართლობის არარსებობის,
ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ ცნობების წარმოდგენით), რომლებსაც
უშუალო შეხება აქვთ სამხედრო პროდუქციის დამზადებასთან, წარმოებასთან, შეკეთებასთან (მოდერნიზებისა
და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და მისით ვაჭრობასთან;
გ) იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა (მისამართების მითითებით), რომლებშიც უნდა განხორციელდეს სამხედრო
პროდუქციის დამზადება, წარმოება, შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) და
მისით ვაჭრობა;
დ) შესაბამის შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შესაბამისი შენობა-ნაგებობის სათანადო დაცვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის
რეკომენდაცია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემენ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფები.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს შესაბამისი შენობა-
ნაგებობის დაცვის უფლებამოსილების მქონე (დაცვისათვის პასუხისმგებელი) სუბიექტი (სამსახური).
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1684 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2472 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.