მუხლი 07. სარგებლობის ლიცენზიის სახეები

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.
2. მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია.
3. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია:
ა) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სპეციალური ლიცენზია;
ბ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია.
4. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია:
ა) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია;
ბ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია.
5. თევზჭერის ლიცენზია.
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია – 20.12.2011, №5547) .
8. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია.
9. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3176 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.120
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3186 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.131
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3495 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.251
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2176 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.308
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5547– ვებგვერდი, 30.12.2011წ.