მუხლი 05–1 . მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

1. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან
დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული
უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები .
 2. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან
დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან
სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს, ასევე უ წყებრივი
სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი აწარმოოს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
3. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს
და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/
სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, ასევე უ წყებრივი სალიცენზიო/
სანებართვო რეესტრი ს ასლი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო
მოწმობის ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო
რეესტრის ელექტრონულ ასლებ ს და მათ ამონაბეჭდებ ს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ
დოკუმენტს.
5. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში, მათ შორის,
სალიცენზიო/სანებართვო მოწმობაში ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატში, ასევე უ წყებრივ
სალიცენზიო/ სანებართვო რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული
საშუალებებით.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.