მუხლი 01. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა
განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული
საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან
დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის
მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე
აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის
სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის
და მათი გაუქმების წესებს.

2. ამ კანონის მოქმედება (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72-5 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე
პუნქტისა) არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროზე არ
ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება
არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6
მუხლის 72-ე–72-5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-4
 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.
2-. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით
გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი
ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2-. ამ მუხლის 2-1 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო
დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2-. ამ კანონის 24-ე მუხლის 17-1−175 და 27-ე−274 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან
დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების
პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი № 3176 - სსმ I, № 17 , 30.05.2006 წ., მუხ.120
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი № 3427 - სსმ I, № 25 , 13.07.2006 წ., მუხ. 201
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3284 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.221
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3550 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.285
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5941 – ვებგვერდი, 03.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1076 – ვებგვერდი, 25.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1684 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.