მუხლი 37-1 ( ჯარიმის ოდენობა )

ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების
შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:

ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;

ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის
დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს;

გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;

დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის
ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;

ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;

ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის
დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;

ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის
დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;

ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;

მ) ლატარიების, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის 29-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – 1000
ლარს;
ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;

ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი № 2237 - სსმ I , № 54 20.12.2005 წ ., მუხ . 357
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.277
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5246 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.


საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ