მუხლი 33 ( სათამაშო ინვენტარზე არსბული მოთხოვნები )

1. სამორინეს მაგიდები, კლუბის მაგიდები, სათამაშო აპარატები და სხვა სათამაშო ინვენტარი, რომლებიც
გამოიყენება თამაშობისათვის, შეიძლება იყოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის საკუთრებაში ან სარგებლობაში.

2. სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდებისა და სათამაშო აპარატების თამაშობისათვის გამოყენება
დასაშვებია მხოლოდ განმასხვავებელი აღნიშვნის (საქარხნო ნომრის) არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი № 2237 - სსმ I , № 54 20.12.2005 წ ., მუხ . 357
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ ., მუხ .358
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.


საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ