მუხლი 13. ( მომგებიანი თამაშების რეგლამენტის ცვლილება )

1. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
ბ) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
გ) თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა) ბილეთებს, დასამ„გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი ზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;
დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ე) მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში.
1-1 . ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს თანხმობის მისაღებად წარუდგენს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის წესს.
1-2 .  ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის (მისამართების) შესახებ.
2. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების  შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე.
2-1 . მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)  ორგანიზატორი ვალდებულია სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე შეტყობინება განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე  დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანა, გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა. აღნიშნულის თაობაზე წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორმა ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
4. დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ორი ან ორზე მეტი ეტაპის ერთდროულად ჩატარება.
5. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: 
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთის ნიმუში; 
გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ.357
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.


საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ