მუხლი 11. ( ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ზოგადი სანებართვო პრინციპები )

1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება:


ზ) აზარტული კლუბის მოწყობა.

2. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ დ “ ქვეპუნქტებით დადგენილი თამაშობები
შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით – ინტერნეტის, ტელეფონის და სპეციალურად
მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა
დაცვით.

2-1 . აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ აზარტული
თამაშობის ორგანიზატორს სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით.
აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისათვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.

2-2 . ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ ტოტალიზატორის
მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვის ფარგლებში. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.

2-3 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისში სამორინეს ან/და სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს
დარბაზისაგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისაგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.

2-4 . აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაში
ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის მოწყობის ნებართვით მოწყობილ ობიექტზე.

3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, სათამაშო აპარატების სალონის,
სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები – 5 წლის ვადით, ხოლო აზარტული
კლუბის მოწყობის ნებართვა − სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის
მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვა.

4. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს
მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისათვის.

5. დაუშვებელია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის
მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით, თუ „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართისათვის დადგენილია
მოსაკრებლის სხვა განაკვეთი. აღნიშნულ შემთხვევაში, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული
კლუბის ან/და ტოტალიზატორის მოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაიცეს
ახალი ნებართვები.

6. შესაძლებელია ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლა უწყებრივ სანებართვო
რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით.

7. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყეის ნებართვა არ გაიცემა საგადასახადო დავალიანების
არსებობის შემთხვევაში.

8. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვების სხვა პირისთვის გადაცემა.

საქართველოს 2006 წლის 1 დეკემბრის კანონი №3774 - სსმ I, №47 18.12.2006 წ., მუხ.311
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5246 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ.




საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ