მუხლი 037. დასაქმებულის განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადაუხდელობა


1. საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა არის ამ კანონის დარღვევა.

2. საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადაუხდელობა არის ამ კანონის დარღვევა და გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას