მუხლი 036. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები

1. საპენსიო სააგენტომ შეიძლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირს მოსთხოვოს ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილის ან მისი მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის პროპორციულად.

მუხლი 37. დასაქმებულის განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადაუხდელობა

1. საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა არის ამ კანონის დარღვევა.

2. საპენსიო სააგენტოში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო შენატანისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადაუხდელობა არის ამ კანონის დარღვევა და გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.