მუხლი 035. ნდობითი ვალდებულების დარღვევა

1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა საპენსიო აქტივები უნდა მართოს მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა არის ნდობითი ვალდებულების დარღვევა. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია:

ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად;

ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი, საღად მოაზროვნე პირი;

გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება საუკეთესოა საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესების დასაცავად.

2. თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მან უნდა მოიძიოს ამ საკითხზე შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება.  

3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა, მათ შორის, საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან აფილირებული პირების სასარგებლოდ გამოყენება, ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება, რომლის მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირის აფილირებული პირია.

4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ისეთი ქმედება, რომელიც მან საინვესტიციო საქმიანობის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმართვის პროცესში განახორციელა, დამდგარი შედეგის მიუხედავად.

5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისთვის პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.