მუხლი 033. პენსიის გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას

1. მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს  საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.

2. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას.