მუხლი 031. მონაწილის მიმართ წლიური ანგარიშგება

1. საპენსიო სააგენტო არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მონაწილეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია შეიძლება მიწოდებულ იქნეს ელექტრონულად. მონაწილისთვის ინფორმაციის მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ.