მუხლი 025. საპენსიო სააგენტოში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები

1. საპენსიო შენატანები აისახება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.

2. საპენსიო სააგენტო მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დისტანციური ელექტრონული წვდომით. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო.

3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

4. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას.

5. თუ საპენსიო სააგენტო დაადგენს, რომ დამსაქმებელმა, დასაქმებულმა ან თვითდასაქმებულმა ზედმეტი  თანხა შეიტანა, ზედმეტი თანხის ადმინისტრირება განხორციელდება საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.