მუხლი 021. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა

1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), ხდება მონაწილე ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე.

2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.

3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), და თვითდასაქმებული მონაწილეები ხდებიან ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად.

4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი), და თვითდასაქმებული მონაწილეები ხდებიან ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მათ მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.