მუხლი 020. აუდიტი

1. საპენსიო სააგენტოში იქმნება შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

2. შიდა აუდიტის სამსახურისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ჩანაწერი და დოკუმენტი, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებისა და საინვესტიციო საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

3. შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

4. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.