მუხლი 016. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

1. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას წარმართავს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრი.

3. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი