მუხლი 005. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობა

1. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.

2. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.