მუხლი 004. საპენსიო სააგენტოს შექმნა

1. საპენსიო სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის.

2. საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 

3. საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზღვრულ ოდენობებზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.