მუხლი 001. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) დამსაქმებლებზე;

ბ) საქართველოს მოქალაქეებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;

გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;

დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.