მუხლი 03. მოსაკრებლის გადამხდელი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია:
ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას;
ბ) პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდიდან მერქნული რესურსებით სარგებლობას;
გ) სპეციალური ჭრების შედეგად ამოღებული მერქნული რესურსებით მოსარგებლე;
დ) პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებას).