მუხლი 02. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა – გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შორის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღება;
ბ) (ამოღებულია);
გ) პირი – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.