მუხლი 07. შეღავათები

1. მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება მეტროპოლიტენის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
2. მოსაკრებელი უმცირდებათ 70 %-ით:
ა) იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქ-მიანობას;
ბ) აღდგენილი (კვლავწარმოებული) რესურსების მოცულობის (რაოდენობის) ფარგლებში იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების აღდგენა-კვლავწარმოებას.
3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იხდის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ის ოდენობით.
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.