მუხლი 4. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის წესი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შესრულებულად ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2004 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და შეუსრულებელი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებები და არ განხორციელდეს  მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული  ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება.
2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ გადასახადის გადამხდელებზე, აგრეთვე საგადასახადო აგენტებზე, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ განახორციელეს საგადასახადო ვალდებულებათა დეკლარირება ან/და გადახდა.
3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დეკლარირებულ, დარიცხულ და აღრიცხულ, მაგრამ გადაუხდელ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე;
ბ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგების შედეგად ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილად დაფიქსირებულ გადასახადის თანხებზე. აღნიშნული თანხები  ექვემდებარება უპირობო ანულირებას.  
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ ორგანოებს (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს), აგრეთვე სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ გადასახდელებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით რევიზიის (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება) განხორციელება.
Comments