მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საგადასახადო ვალდებულება - სახელმწიფოს წინაშე ფულადი ფორმით გამოხატული ვალდებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით და “საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ექვემდებარება დეკლარირებას ან/და გადახდას;
ბ) დაფარული ქონება (შემოსავალი) - ქონება (შემოსავალი), რომელიც ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა მიიღეს საკუთრებაში ან სარგებლობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 199-ე,   მე-200, 201-ე, 204-ე, 209-ე, 210-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) 79-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე, 1601, 1602 მუხლებით, 162-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 163-ე, 1631, 164-ე, 165-ე, 1651, 1653, 1654, 1655, 1656, 166-ე, 1661, 167-ე, 1693, 1696, 1697, 1711, 172-ე, 173-ე, 1731, 1732 და 174-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შედეგად;

გ) ინვესტიცია - “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული ფასეულობა ან უფლება.
Comments