მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიების სახით:
ა) იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში;
ბ) არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების გამოვლენისა და აღიარების მიზნით ასეთი შემოსავლის (ქონების) ლეგალიზების პირობებისა და წესის განსაზღვრა და მისი დაფარვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობი-საგან გათავისუფლების საფუძვლების დადგენა.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) იმ პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) დააგროვეს ისეთი დანაშაულებრივი გზით, როგორიცაა: ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები; 
ბ) “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებზე, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე (გარდა საქართველოს პრეზიდენტის სხვა სათათბირო ორგანოს წევრებისა და “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირებისა), აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელებზე და მათ მოადგილეებზე, იმ პირებზე, რომლებსაც 1997 წლის 17 ოქტომბრიდან ჰქონდათ ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იმ საწარმოში, რომლის საწესდებო კაპიტალი აღემატება (აღემატებოდა) 1 მილიონ ლარს და რომელშიც სახელმწიფო პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს (ფლობდა) წილის (აქციათა) 50%-ს ან 50%-ზე მეტს, და იმავე მუხლის 21-ე, 211 და 212 ნაწილებით განსაზღვრულ ახლო ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე და დაკავშირებულ პირებზე.
 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) არ ვრცელდება “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის, აგრეთვე უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება მათ მიერ დაუსაბუთებელი ქონების ან ფულადი სახსრების 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოებსა და ორგანიზაციებში ინვესტირების შემთხვევაში - ამ ინვესტიციის ოდენობის ფარგლებში, ასევე საქართველოს რეზიდენტ კომერციულ ბანკებში ანაბრის განთავსება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებზე (ასევე მათი ოჯახის წევრებზე, ახლო ნათესავებზე და დაკავშირებულ პირებზე) ამ კანონით განსაზღვრული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ თანამდებობის პირის სტატუსის მიღებამდე ჩადენილ ქმედებებზე.
Comments