საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №74/04 2012 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი ,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:
მუხლი 1
,,კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის №7/01 ბრძანებით  დამტკიცებული წესის 91 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
1. ეროვნული ბანკის მიერ CSD სისტემაში ოქროს სერტიფიკატის განაღდების დადასტურების შემდეგ კომერციული ბანკი SWIFT სისტემის მეშვეობით ავტორიზებული შეტყობინებით აცნობებს ეროვნულ ბანკს შესაბამისი ზოდის მიღებაზე მის მიერ უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბუთის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა) CSD სისტემაში „ნაწილობრივი დაფარვის” შეტყობინების შესაბამისი უნიკალური ნომრის მითითებით. ოქროს ზოდის სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში SWIFT   შეტყობინება ეროვნულ ბანკს გაეგზავნება არა უგვიანეს იმავე დღეს, საოპერაციო საათების დასრულებამდე, ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შემთხვევაში - 34 კალენდარული დღის განმავლობაში.  
2. კომერციული ბანკი SWIFT შეტყობინებაში მითითებული პირის მეშვეობით ეროვნული ბანკის სალაროდან მიიღებს ოქროს ზოდის სერტიფიკატის შესაბამის ზოდს (ზოდებს) შეტყობინების გაგზავნის დღიდან სამი სამუშაო საბანკო დღის ვადაში, ხოლო ოქროს საინვესტიციო სერტიფიკატის შესაბამის ზოდს (ზოდებს) - ეროვნული ბანკის დასტურის მიღების დღიდან 35-ე კალენდარულ დღეს.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ოქროს ზოდების ბაზრის განვითარებისა და მასზე მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით.  
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე
Comments