მუხლი 309.-1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში / Article 309-1 – Legal regulation during transition period in relation to persons declared as legally incompetent by court before 1 April 2015

3349-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო ვალდებულებას ქმედუუნარო პირის ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მეურვე, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

3. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალური შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღების დღიდან ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი ქმედუუნაროდ ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

1. Tax liabilities of a person declared as legally incompetent by court before 1 April 2015 shall be paid by his/her custodian at the expense of the property of the legally incompetent person, until the individual examination of this legally incompetent person is conducted.

2. Tax arrears of a person declared as legally incompetent by court before 1 April 2015 shall be regarded as bad debt and shall be written off if his/her property is insufficient to cover the tax arrears, until the individual examination of this legally incompetent person is conducted.

3. The written-off tax arrears shall be restored the day the decision is made following the individual examination of a person declared as legally incompetent by court before 1 April 2015, unless otherwise determined under the court decision.

6. Tax arrears of a person declared as legally incompetent by court before 1 April 2015 shall be the tax arrears as of the date when he/she was declared as legally incompetent.