♠ მუხლი 306. გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და შესრულება / Article 306 - Entry into force and fulfilment of the decision

1. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს , მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში.
2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
4. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება გადავადდეს გადაწყვეტილების აღმსრულებელი ორგანოს მოტივირებული წერილობითი მოთხოვნისა და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

1. A decision of a dispute resolution body shall take effect on the 21th day of serving it upon the appellant, unless appealed.

2. Fulfilling a decision of a dispute resolution body, that has taken effect, shall be binding.

3. An appellant may apply to a dispute resolution body, and provide it with information on hindering execution of the decision by an administrative authority.

4. Failure to execute or unlawfully hindering execution of the interim or final decision of a dispute resolution body shall be deemed disciplinary misconduct and entail responsibility as prescribed by the legislation of Georgia.

5. Execution of a decision may be postponed on the basis of a reasonable written request of the authority executing the decision and by the decision of a dispute resolution body.