♠ მუხლი 305. გადაწყვეტილების გასაჩივრება / Article 305 - Appealing the decision

1. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
2. მომჩივანს უფლება აქვს, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
3. საჩივრის საგადასახადო ორგანოში ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენა ითვლება გასაჩივრების ვადის დაცვად.
4. მომჩივნის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრება საგადასახადო ორგანოს.
5. მომჩივნის მიერ საგადასახადო დავის დადგენილ ვადაში გაუგრძელებლობა ითვლება გასაჩივრებული საგადასახადო დავალიანების აღიარებად.

1. If the Revenue Service makes a decision unfavourable to the appellant, the appellant may, within 20 days after being served with the decision, appeal the decision to the Dispute Resolution Council or court.

2. The appellant may appeal the decision of the Dispute Resolution Council within 20 days after being served with the decision, to a court.

3. Lodging an appeal with the tax authority or any other public authority within the time limit fixed for lodging an appeal shall be deemed as compliance with the time for appeal.

4. The burden of proof that the appellant has failed to observe the time limit for appeal rests with the tax authority.

5. Failure of the appellant to follow up the tax dispute within the fixed time limit shall be deemed as acknowledging the appealed overdue tax liability.