♠ მუხლი 304. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება / Article 304 - Decision of a dispute resolution body

1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია:
ა) დააკმაყოფილოს საჩივარი;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;
გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;
დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი;
ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.
2. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური გადაწყვეტილება საჩივრდება საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
3. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმებული ნაწილის პროპორციულად უქმდება ამავე ორგანოს მიერ გამოცემული ის აქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამოცემულ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
4. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მხარეებს.
5. თუ საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა ამ ორგანოს თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომა, აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირების მიზნით დავის განმხილველი ორგანო შესაბამის ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად.
6. თუ დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვაგვარი განმარტების საფუძველს იძლევა, საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ რეკომენდაცია, რომელიც რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის ორგანოს.

1. A dispute resolution body may:

a) grant an appeal;

b) grant an appeal in part;

c) dismiss an appeal;

d) leave an appeal unresolved;

e) make an interim decision and suspend resolving of an appeal;

f) make a decision by combining the contents of subparagraphs (1)(a-d).

2. The interim decision of a dispute resolution body shall be appealed along with the final decision.

3. The acts issued by the tax authority, which served as the basis for the appeal decision shall be overturned pro rata to the overturned part of the decision of the tax authority.

4. A certified copy of the decision of a dispute resolution body shall be sent to the parties within five working days after making such a decision.

5. If the appealed decision of a dispute resolution body is overturned based on the disciplinary misconduct of an official of the dispute resolution body, for adequate reaction to such a fact, the dispute resolution body authority shall report the information to the competent authority to determine the responsibility of such a person.

6. If the basis for granting an appeal in full or in part by the Dispute Resolution Council is any record in the tax legislation of Georgia that allows multiple interpretations, the decision of the Council shall contain a recommendation on introducing changes to the normative act that shall be forwarded to the competent authority for follow-up.